GE
7 თებერვალი, 2018 15:06

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2018-1019 სასწავლო წლისათვის

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთიკმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი
აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2018-1019 სასწავლო წლისათვის.

მოსწავლეთა ჩარიცხვა პირველ კლასში ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.

  • საბუთები მიიღება 15 თებერვლიდან 10 მაისამდე;
  • გასაუბრება და ჩარიცხვა მოხდება 10-დან 15 მაისამდე

კლასსი მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება 16-20 ბავშვით. I-XI კლასებისათვის მოქმედებს გახანგრძლივებული ჯგუფები.

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში მოემსახურებათ მიკროავტობუსი. რაც შეეხება კვებას, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან ერთჯერადი კვებით (სადილი).

სკოლაში მოქმედებს უფასო და ფასიანი წრეები: ფორტეპიანო, ვიოლინო, ქართული ხალხური საკრავები, გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლები, ფერწერა, ხატწერა, ქორეოგრაფიული სტუდია, ქართული ხალხური ორთაბრძოლები.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ, შეუძლიათ დაეუფლონ: ხის მხატვრული დამუშავების, სამკერვალო ნაწარმის, თექის ხელოსნისა და მინანქრის სპეციალობებს, ხოლო 9 კლას დამთავრებულებს – სწავლა განაგრძონ სკოლა-პანსიონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სკოლა-პანსიონს თავისუფალი ადგილები აქვს შემდეგ კლასებში: II-2; III-5; IV-3; V-6; VI-2; VII-6; VIII-2; IX-3; X-4; XI-2.

საზღვარგარეთ მცხოვრები და რაიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს სადღეღამისო პანსიონი, სადაც მიიღებიან მხოლოდ მუსიკისა და მხატვრობის ნიჭის მქონე ბავშვები, მათი საცხოვრებელი ადგილის, მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე.

სკოლა-პანსიონში სწავლა ფასიანია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თბილისი, ლოტკინის დასახლება, სამღერეთის ქ. N 13
ტელეფონი (მობ.) 591 00 09 77 ზოგადი განათლების მენეჯერი მარიამ /მაყვალა/ ანთაძე
სკოლის: 224 58 34 /შიდა 104, კანცელარია

ელ. ფოსტა: mefetamari@yahoo.com
ვებ-გვერდი: https://www.mefetamari.ge

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი