მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები კოლხურ კოშკში იმყოფებოდნენ
2018 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევითა და პედაგოგ დავით ფერაძის ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთიოლმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ერთი ჯგუფი, ზოგადი განათლების მენეჯერთან, კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორ, რუსუდან რევაზიშვილთან, დირექტორის თანაშემწე, იოსებ აფაქიძესთან და პედაგოგ ალექსი ბლიაძესთან ერთად კოლხურ კოშკში იმყოფებოდნენ.
კოლხურ კოშკში მათ დახვდა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ესაუბრა პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პუტჩისტების მიერ განადგურებული კოლხური კოშკი და მოინახულეს დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას, მირანდა ფალავანდიშვილისა და თამარ განსახურდიას საფლავები.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია



