17 მარტი, 2017 14:18
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ქართულ უნივერსიტეტში გამართულ ღია კარის დღეს დაესწრნენ
2017 წლის 16 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე, რომელსაც მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები დაესწრნენ.
აბიტურიენტებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიანი პირობების შესახებ, შეხვდნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ფაკულტეტების დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებს და დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
ინფორმაციული და გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ აბიტურიენტებისათვის გაიმართა პლანშეტის, სასწავლო ვაუჩერებისა და სხვადასხვა საჩუქრის გათამაშება.