მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდნენ
2017 წლის 3 ოქტომბერს, 11 ა კლასის მოსწავლეები, სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა კურთხევით მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ, თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტს.
ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომლები მოსწავლეებს გულთბილად შეხვდნენ და შეძლებისდაგვარად დაათვალიერებინეს კაბინეტ-ლაბორატორიები. მოსწავლეებთან ერთადჩაატარეს ქიმიური ცდები. ისაუბრეს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.
მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა ქიმიის პედაგოგი: თეა ქვრივიშვილი. ბიოლოგიის პედაგოგი: ნატალია მგალობლიშვილი, კლასგარეშე მუშაობის კორდინატორი: რუსუდან რევაზიშვილი.
დაისახა ინსტიტუტთან ურთიერთობის ფორმები, რაც უდაოდ შეუწყობს ხელს ქიმიის როგორც მეცნიერების შესწავლის სურვილის გაღრმავებას.