მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები საეკლესიო გალობის უნივერსიტეტში ღია კარის დღეს დაესწრნენ
2017 წლის 20 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული საეკლესიო გალობის უნივერსიტეტში გამართულ ღია კარის დღეზე იმყოფებოდნენ.
აბიტურიენტებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლის პირობების შესახებ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
მოსწავლეებს უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრნენ:საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის დეკანი მუსიკოლოგიის დოქტორი თამაზ გაბისონია, ადმინისტრაციის უფროსი ნანა გოთუა, ხაეისხის მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ნატროშვილი, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსი, პროფესორი ანზორ ერქომაიშვილი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსი, ასოცირებული პროფესორი, მალხაზ ერქვანიძე.
უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.