მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ
მეფე თამარის სახელობისსკოლა-პანსიონის წმიდა ქეთევანის სახელობის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა, მე-4 ბ,გ,დ კლასის მოსწავლეებთან ერთად სამების საპატრიარქო ტაძარში წმიდა ქეთევანის წმიდა ნაწილები მოილოცეს.
მოსწავლეებმა იგალობეს წმიდა ქეთევანის ტროპარი, “ღირს არსი”, “ღვთისმშობელო ქალწულო” და წმიდა თამარ მეფის ტროპარი. მე-4 კლასელებთან ერთად წმიდა ნაწილები მოილოცეს სადღეღამისო პანსიონში მცხოვრებმა უფროსკლასელებმა.
მოსალოცად მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექტორის თანაშემწე, რელიგიების ისტორიის პედაგოგი – იოსებ აფაქიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, სადღეღამისო პანსიონის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, კლასის დამრიგებლები: ქეთევან გაგოშიძე, ქეთევან მოსულიშვილი, ირმა შაინიძე, ნინო ტაბატაძე, ეკატერინე ხეჩუაშვილი, მუსიკისა და გალობის პედაგოგები – მაია ნამორაძე და ლელა ხომასურიძე, ოპერატორი გია ჯანელიძე.