GE
28 სექტემბერი, 2017 15:35

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა ავჭალის წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის მონასტერი მოილოცეს

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა, დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა კურთხევით (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) ავჭალის წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის მონასტერი მოილოცეს.

რელიგიების პედაგოგი იოსებ აფაქიძე მოსწავლეებს ესაუბრა წმინდანის ღვაწლის შესახებ საერო და სასულიერო ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის ზღის ტერიტორიაზე მდებარე ზურაბ წერეთლის მონუმენტი „საქართველოს მატიანი“ სადაც წმნიდა ქეთევან დედოფლის ბარელიეფია გამოსახული.

დიდი და განუზომელია ქეთევან დედოფლის ღვაწლი. მისი მადლი და მფარველობა არ მოგკლებოდეთ

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი