27 თებერვალი, 2017 12:51
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას
2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კოჯორში, გმირთა მემორიალთან, პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას.
სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, სამშობლოსათვის თავდადებული იუნკრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მოსწავლეებს 1921 წლის თებერვლის რუსეთ-საქართველოს ომისა და საქართველოს ოკუპაციის შესახებ ესაუბრნენ სკოლა-პანსიონის ზოგადი განათლების მენეჯერი მარიამ ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, ისტორიის პედაგოგი დავით ფერაძე და სკოლა-პანსიონის მე-10 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ფესტვენიძე.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი.