GE
26 თებერვალი, 2018 13:11

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას

2018 წლის 23 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კოჯორში, გმირთა მემორიალთან, პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას.

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი.
სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, სამშობლოსათვის თავდადებული იუნკრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მოსწავლეებს 1921 წლის თებერვლის რუსეთ-საქართველოს ომისა და საქართველოს ოკუპაციის შესახებ ესაუბრნენ სკოლა-პანსიონის ისტორიის პედაგოგები – დავით ფერაძე და ალექსი ბლიაძე,
საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ფესტვენიძემ. ნაზი შაინიძემ, ქეთევან აბაშიძემ და მარიამ მაღრაძემ.

მოსწავლეებთან ერთად იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს: ზოგადი განათლების მენეჯერმა მარიამ ანთაძემ, დირექტორის თანაშემწემ იოსებ აფაქიძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სანსახურის უფროსმა ნანა ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორმა რუსუდან რევაზიშვილმა, სადღეღამისო პანსიონის კოორდინატორმა ნინო ცეცხლაძემ, პედაგოგებმა: ზურაბ გოგოლაძემ, მაია ნამორაძემ, ლელა ხომასურიძემ.

იუნკრების ხსოვნის პატივის მისაგებად სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს შემოუერთდენ გარდაბნის რაიონის სოფ. ყარაჯალის აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეები (დირექტორი მუხამედ), რომლებმაც გვირგვინით შეამკეს იუნკერთა მემორიალი და წაიკითხეს ნათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსები.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი