27 ივნისი, 2017 14:22
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლემ მათემატიკოსთა საპატიო სიგელი დაიმსახურა
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლემ, ეკატერინე გამსახურდიამ მრავალ გამარჯვებასთან ერთად კიდევ ერთი გამარჯვება მოპიოვა.
25 ივნისს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიში” ჩატარდა ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ოლიმპიადის ფინალურ ტურში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
სკოლა-პანსიონის მე-6 კლასის მოსწავლე ეკატერინე გამსახურდია (პედაგოგი ნინო მინდიაშვილი) საუკეთესო ფინალისტებში მოხვდა და ოლიმპიელ მათემატიკოსთა საპატიო სიგელი გადაეცა.