28 მარტი, 2017 16:06
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლემ მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურში წარმატება მოიპოვა
2017 წლის 25-26 მარტს, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა ვაჟა ჩაჩავას სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა პირველი საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ჩვენი სკოლა-პანსიონის მუსიკალური მიმართულების (ხელმძღვანელი თამილა ფოლადიშვილი) საფორტეპიანო კლასის მესამე კლასის მოსწავლე ანასტასია მჭედლიძე (პედაგოგი: ლიალი ბალანჩივაძე) ღებულობდა მონაწილეობას. კონკურსს კომპეტენტური ჟიური ხელმძღვანელობდა.
ანასტასიას შესრულებამ ჟიურის ყურადღება მიიპყრო. მან დიდი კონკურენციის პირობებში (ცხრა წლიან მოსწავლეთა შორის) მესამე ადგილი დაიკავა და დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.
სკოლა ულოცავს ანასტასიას და მის პედაგოგს ლიალია ბალანჩივაძეს ამ დიდ წარმატებას.