26 სექტემბერი, 2016 16:38
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგები და მოსწავლეები ლევილის მამულის გადმოცემის დოკუმენტს შეეგებნენ
2016 წლის 24 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საფრანგეთის რესპუბლიკიდან დაბრუნდა, სადაც 23 სექტემბერს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოეწერა ხელი, რითაც დასრულდა 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო მინისტრს საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგები და მოსწავლეებიც დახვდნენ. ხალხურ საკრავთა ორკესტრმა შეასრულა მუსიკა კინოფილმიდან “ფესვები”.