22 მაისი, 2017 17:44
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი გაიმართა
2017 წლის 21 მაისს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების (კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი) მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობდნენ საფორტეპიანო (პედაგოგები: ლიალია ბალანჩივაძე, ეკა სანაძე, შორენა ებრალიძე); სავიოლინო (პედაგოგი ლელა ქუმსიაშვილი, კონცერტმეისტერი ლია სონღულაშვილი) კლასები და ხალხურ საკრავთა ორკესტრი (ხელმძღვანელები მალხაზ ქოიავა და ალექსანდრე ხიზანიშვილი).