20 იანვარი, 2017 11:51
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ტრადიცია – ქუჩების კურთხევა ნათლისღებას
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა ტრადიციად დაამკვიდრა ლოტკინზე ქუჩების კურთხევა ნათლისღებას. ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, სადღესასწაულო წირვისა და წყალკურთხევის შემდეგ აკურთხა ლოტკინის ქუჩები და ნაკურთხი წყალი დაურიგა მოსახლეობას, რომლებმაც ვერ მოახერხეს ტაძარში მოსვლა.
13:00 საათიდან დაიწყო მსვლელობა და ლოტკინის დასახლების ქუჩების კურთხევა. მსვლელობაში მონაწილეობა სკოლა-პანსიონის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მრევლმა მიიღო.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია