GE
31 მარტი, 2017 14:33

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ

2017 წლის 31 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ.

მოსწალეებმა დაათვალიერეს ახლადგარემონტებული სხდომათა სასესიო დარბაზი, პირველი პარლამენტის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის დარბაზები. გაეცნენ დამოუკიდებლობის აქტსა და პირველ კონსტიტუციას. მოისმინეს ინფორმაცია 26 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
მოილოცეს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი და გაეცნენ ახალგაზრდა იუნკრების გმირულ ისტორიას.

პარლამენტში მეგზურობას გვიწევდა, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მანანა ბაკურაძე.

სკოლა-პანსიონის დირექცია მადლობას მოახსენებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ზვიად ძიძიგურს საინტერესო და შინაარსიანი ტურნეს ორგანიზებისათვის

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი