GE
16 მარტი, 2017 14:05

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას ეწვივნენ

2017 წლის 15 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას ეწვივნენ და არტილერიის დღე მიულოცეს.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართული არტილერიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

არტილერისტებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საიუბილეო ღონისძიებას ჩვენი მოსწავლეების მშობელი, გენერლაური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

სადილის შემდეგ, სკოლა-პანსიონის გაერთიანებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “არსიანმა” ბრიგადის სასადილოში საინტერესო საკონცერტო პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც ბრიგადის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.

კონცერტის შემდეგ მამა მირიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს საიუბილეო თარიღი და ბრიგადის მეთაურს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი