8 იანვარი, 2018 17:16
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წარმომადგენლებმა ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს
2018 წლის 7 ინავარს თბილისის წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარში გაიმართა – საშობაო სადღესასწაულო წირვა – ღამისთევით. წირვა აღასრულა ტაძრის წინამძღვარმა და მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ. დილით გაიმართა ალილო.
მამა მირიანმა მრევლთან ერთად შემოიარა ლოტკინის ქუჩები, დალოცა მოსახლეობა და შობა ახალი წელი მიულოცა ლოტკინის დასახლების მცხოვრებთ.
შეგროვილი შემოწირულობა გაიგზავნა სამების ტაძარში ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებისათვის გადასაცემად.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია



