მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა “ევერესტის” მათემატიკურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო
2017 წლის 14 მარტს, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” გაიმართა “ევერესტის” მათემატიკური ფესტივალი, რომელშიც საქართველოს სხვა საჯარო და კერძო სკოლებთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმაც მიიღო მონაწილეობა.
ყოველ გაზაფხულზე, მათემატიკური კონკურსი ,,ევერესტი’’ მართავს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს. წელსაც, 14 მარტს ჩვენმა სკოლამ აქტიურად მიიღო მონაწილეობა და საკუთარი შემოქმედებით მიულოცა ,,ევერესტს’’ იუბილე. რადგან წლევანდელი ზეიმის დღე დაემთხვა ირაციონალური რიცხვის ,,პი’’-ს იუბილესაც, შესაბამისად ფესტივალის თემატიკაც ამ მხრივ განვითარდა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: ეკატერინე გამსახურდიამ, ლუკა ფურცხვანიძემ, გვანცა ხარაიშვილმა (IVბკლ) ნინი ქვაჩახიამ (IVბკლ), ლიზი ბურჯანაძემ (IVაკლ), ელენე თუთისანმა (IVაკლ), ნინი გულედნმა (IIIბ კლ), ანა ჭეღელიძემ (IIIბ კლ), სალომე მიქელაძემ (IIIბ კლ) და თამარ ჩერემუშინამ (IIIბ კლ) დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები და ნახატები, რაც დაკავშირებული იყო ,,პი’’ რიცხვთან, ვიზუალით, შინაარსით და შესაბამისობით კავშირში. ეს იყო ,,აბანოთუბანი’’, ,,გუგლი’’, ,,სიცოცხლის ხე’’, ,,წყლის ცირკულაცია’’, ,,დედამიწა’’, ,,ველოსიპედი’’, და ,,გედი’’და ,,დეენემის კოშკი’’, ანუ ,,მომავლის ქალაქი’’.
მოსწავლეებს აქტიურად დაეხმარნენ შემოქმედებასა და ,,პი’’ რიცხვის შინაარსის ცხოვრებასთან დაკავშირებაში პედაგოგები: ქეთევან გაგოშიძე, მაია ხორბალაძე, ბელა ოქრიაშვილი, თათია ირემაშვილი, შორენა ოქრიაშვილი, ნინო მინდიაშვილი, ნინო მუმლაძე და მაყვალა ანთაძე. მოსწავლეების ნამუშევრებმა და ინდივიდუალურმა პრეზენტაციამ დიდი შთაბეჭდილება და მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების და ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ.
სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და დიდი გამოცდილებაც შეიძინეს პრეზენტაციის თვალსაზრისით.