GE
17 ოქტომბერი, 2016 15:15

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას

2016 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ხსოვნას.

მოსწავლეები და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “არსიანი” დილით ადრიანად გაემგზავრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, სადაც 25 წლის წინათ – 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მერაბ კოსტავა.

მერაბის ხსოვნის სატივსაცემად ბორითში ჩამოვიდნენ საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრები, რომლებიც ტრადიციულად ყოველ წელს იკრიბებიან ამ ადგილას მერაბის სულის მოსახსენებლად.

მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებიელი პანაშვიდი აღასრულა ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენელმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ
მერაბის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს კომსერვატორული პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა გიგა ბუკიამ, ბიძინა გუჯაბიძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან” ნიკოლოზ თოფურიძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან” კობა ლურსმანაშვილმა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ, კონსერვატორული პარტიის ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი ბოლქვაძემ, ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინა ჩხეიძემ.

ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს სკოლა-პანსიონინის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,არსიანმა” (ხელმძღვანელები დავით შანიძე და მალხაზ ქოიავა).

მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს სოფელ ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, სკოლის დირექტორის, ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენელმა სერგო ლაბაძემ.

შემდეგ სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა მოილოცეს უბისის მონასტერი, სადაც ასევე იგალობეს და მონასტრის ეზოში ჩაწერეს სიმღერის კლიპი.

მოსწავლეებს თან ახლდნენ დირექციის წევრები: პროფესიული სწავლების მენეჯერი კახაბერ ვარდუკაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, სახელოვნებო სწავლების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი, ისტორიის პედაგოგი დავით ფერაძე, გალობის პედაგოგები მაია ნამორაძე და ლელა ხომასურიძე.

ამავე დღეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პედაგოგთა მეორე ჯგუფი, ზოგადი განათლების მენეჯერის მარიამ ანთაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა მთაწმინდაზე სადაც მოინახულეს მერაბ კოსტავას საფლავი და პატივი მიაგეს მას, აგრეთვე მოინახულეს მერაბ კოსტავას მუზეუმი.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი