მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა პროფესიული განათლების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
2017 წლის 4 აპრილს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილის მერიის ორგანიზებით, გაიმართა პროფესიული განათლების ფესტივალი, რომელშიც 47 სახელმწიფო და 5 კერძო კოლეჯი ღებულობდა მონაწილეობას.
მონაწილეთა შორის იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონიც. სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი გამოფენა თექის, ეროვნული სამოსის მოდელირების, მინანქრისა და ხეზე მხატვრული კვეთის ნამუშევრებით.
ფესტივალზე იმყოფებოდნენ და სკოლა-პანსიონის შემოქმედებას გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე – ნინა ხატისკაცი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის პირველი მოადგილე – ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი – ირინე წეროძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – თამარ სამხარაძე.