GE
12 იანვარი, 2018 17:50

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა ტრადიციულ საშობაო ფესტივალში “გენეთლია” მონაწილეობა მიიღო

2018 წლის 9 -10 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს, ქ. გორის, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში მეთორმეტედ გაიმართა ტრადიციული საშობაო ფესტივალი “გენეთლია”, რომელშიც საპატრიარქოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისის წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა.

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალი ეძღვნებოდა ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. ფესტივალი გახსნა და მონაწილეებს შობა- ახალი წელი მიულოცა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ გვაზავამ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო შემოქმედებითი კონფერენცია ილია ჭავჭავაძისა და ავტოკეფალიის საკითხებთან დაკავშირებით, აგრეთვე მოსწავლე-მხატვრების კონკურსი, “ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მოტივებზე. ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული შემოქმედება, გაიმართა ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ გვაზავამ. ფესტივალს მიესალმა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ /ჭანტურია/ ფესტივალის მონაწილეებს ასევე მიესალმა და გორის გიმნაზიას საჩუქარი გადასცა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.

ფესტივალის შედეგები შეაჯამა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მომავალ ფესტივალზე დაპატიჟა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი