20 დეკემბერი, 2017 16:34
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი და განათლების მინისტრის მოადგილე ესტუმრნენ
2017 წლის 20 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი /იაკობიშვილი/ და განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა-პანსიონის ინფრასტრუქტურა, კლას-კაბინეტები, შეხვდნენ პედაგოგებს, ეწვივნენ პროფესიული სწავლების სახელოსნოებს, მოუსმინეს სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეთა შემოქმედებას.
მინისტრის მოადგილე აფრთოვანებული დარჩა სკოლა-პანსიონის და პედაგოგების მოღვაწეობით და აღნიშნა, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ასეთი სკოლა იშვიათად უნახავს და აღუთქვა მათ, რომ მომავალში მინისტრთან ერთად ეწვევა სკოლა-პანსიონს.