მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში 20 ოქტომბერს შემოდგომის ზეიმი გაიმართება
2018 წლის 20 ოქტომბერს, შაბათს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართება შემოდგომის ზეიმი.
სკოლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, სინოდის ყველა წევრს, საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, პრემიერ მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ქ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, ქ. თბილისის მერს, მერიის თანამშრომლებს, ქ. თბილისის რაიონების გამგებლებს, გამგეობის თანამშრომლებს, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს წევრებს, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეებს, მთავრობის წევრებს, გუბერნიებისა და მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს თანამშრომლებს, საქართველოს საპატრიარქოს სამსახურის ყველა თანამშრომელს, ეკლესია – მონასტრების წინამძღვრებს, საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს, სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძველ გვარდიას, მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების მუშაკებს, სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა მშობლებს და სკოლის ყველა კეთილისმყოფელს იწვევს შემოდგომის ზეიმზე.