GE
22 მარტი, 2017 12:14

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

2017 წლის 21 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის (თავმჯდომარე ზურაბ გოგოლაძე) ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ – პედაგოგები: ნატალია მგალობლიშვილი და თინა ნატროშვილი.

მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული თემის ირგვლივ. წარმოადგინეს პროექტები და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები და სურვილები. აღნიშნეს, რომ ხსენებული სინდრომით დაავადებული ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. სითბო და სიყვარული გაუგზავნეს მათ…

ღონისძიებში მონაწილეობას ღებულობდნენ ზოგადი განათლების მენეჯერი მაყვალა ანთაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი