მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მოსწავლეთა 71-ე სასკოლო სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია დაიწყო
2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მუშაობა დაიწყო მოსწავლეთა 71-ე სასკოლო სასწავლო-შემოქმედებითმა კონფერენციამ.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა: ლიზი ლაზარაშვილმა (მერვე კლასი , პედაგოგი მაია იჩქიტიძე), ნინო ექიზაშვილმა (მეათე კლასი, პედაგოგი თეა ხარაზიშვილი), ნაზი შიანიძემ (მეათე კლასი, პედაგოგი თეა ხარაზიშვილი), დეა ყარაულაშვილმა ( მეთერთმეტე კლასი, პედაგოგი თეონა მოდებაძე), ანა დიმიტრაძემ (მეათე კლასი, პედაგოგი თეა ქვრივიშვილი), ანანო გაგნიძემ (მეთერთმეტე კლას, პედაგოგი მზიური კოჩალიძე) სხვადასხვა სექციებში საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს, გაიმართა საინტერესო დისკურსია.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ზოგადი განათლების მენეჯერი მაყვალა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი და საპატიო სტუმარი საფრანგეთიდან, კინორეჟისორი, საფრანგეთის კინოცენტრის რეჟისორი სოფო ბაბლუანი.
კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია