მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ტრადიციული ,,შემოდგომის ზეიმი” შოთა რუსთაველის იუბილეს მიეძღვნა
2016 წლის 5 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ტრადიციული ,,შემოდგომის ზეიმი” გაიმერთა, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.
,,შემოდგომის ზეიმს” ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მაღალმთიანი აჭარისა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები – ანზორ ბოლქვაძე და ნუკრი (ლევან) ბეჟანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაღალმთიანი აჭარისა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები – ხვიჩა შარვაშიძე და ილია ვერძაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭელიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თემურ ტარტარაშვილი, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე. ზეიმს ასევე ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი, ბატონი პასკალ მენიე, აკადემიური თანამშრომლობის ახალ წევრთან, ტერი ბურტესთან ერთად.
შემოდგომის საღამოს ორგანიზებას უწევდნენ სკოლა პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა (ციცინო) ანთაძე და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი. შემოდგომის ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია

