მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში წიგნის კვირეული დაიწყო
2017 წლის 1-ლ მაისს მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში წიგნის კვირეული დაიწყო. ბიბლიოთეკას სტუმრობდა III-გ კლასი (კლასის დამრიგებელი ნინო ტაბატაძე). მოსწავლეებმა გაიხსენეს მათ მიერ ბიბლიოთეკაში წაკითხული ლიტერატურა, წაიკითხეს ლექსები, აგრეთვე გაეცნენ სხვადასხვა ზღაპრის გმირებს.
საკონფერენციო დარბაზში წმინდა შუშანიკის სახელობის 3-ა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თათია ირემაშვილი) გამართეს მინი სპექტაკლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“
დაიწყო კალიგრაფიის კონკურსი დაწყებით კლასებში (დაწყებითი განათლების კათედრის ხელმძღვანელი მაია ხორბალაძე) გამარჯვებულები უახლოეს დღეებში გამოვლინდებიან.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო უილიამ შექსპირის კომედიის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ განხილვა (რეჟისორი კობა სხილაძე) მოსწავლეები დალოცა და ესაუბრა სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე.
მიმდინარეობს საქველმოქმედო აქცია „ერთი წიგნი საჩუქრად, ჩემი სკოლის ბიბლიოთეკას „ მოსწავლეები აგროვებენ წიგნებს სკოლა-პანსიონის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გასამდიდრებლად.
ამჟამად წიგნის კვირეული „წიგნი-მომავლის ხედვა“ 6 მაისამდე გასტანს.