18 დეკემბერი, 2023 10:08
„მოისაზრე, დაწერე და გააცოცხლე“- სკოლა „ჰელიოსის“ VII ბ კლასში შემოქმედებითი აქტივობა ჩატარდა
მოსწავლეთა შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარების დახვეწა/განვითარება სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლა „ჰელიოსის“ VII ბ კლასში ჩატარებული აქტივობა – ,,მოისაზრე, დაწერე და გააცოცხლე”
მოსწავლეებმა შეისწავლეს სულხან-საბა ორბელიანისა და ეზოპეს იგავები. დისკუსიისა და იგავების გააანალიზების შემდეგ, თავად მოირგეს მეიგავის როლები – პირველ ეტაპზე შეარჩიეს ანდაზები, შემდეგ კი, შერჩეული ანზადების მიხედვით დაწერეს იგავ-არაკები, რომელიც იმავე სიბრძნესა და მორალს ატარებდა.