მოსწავლეებისგან მიღებული ასობით შენახული წერილი და ცირა მასწავლებლის გზავნილი კოლეგებს (+ვიდეო)
„მასწავლებლისადმი სიყვარულს მოსწავლეები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ზოგი ჩახუტებით, ზოგი საქციელით, ზოგი ცელქობით. სასწავლო წლის ბოლოს, ყველა მოსწავლისგან ვიღებ გულთბილ წერილებს, რომლებსაც აუცილებლად ვინახავ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ცირა დოლიძე ესაუბრა და მოსწავლეებისგან მიღებულ წერილებს ჩვენთან ერთად გაეცნო.
ვიდეოში, რომელიც ცირა მასწავლებელმა გამოაქვეყნა ჩანს, რამდენად ამაღელვებელია პედაგოგისთვის თითოეული მოსწავლის გულწრფელად ნათქვამი სიტყები – “მადლობა მასწავლებელო, დიდი ამაგი გაქვთ ჩვენზე!”.
“ყველაზე მეტად მათი სითბოთი და სიყვარულით სავსე წერილები მახარებს. მიმაჩნია, რომ მასწავლებლისთვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, აღიარება, რომელსაც ვერაფერი შეედრება. ამ წლების მანძილზე უამრავი, ასობით ასეთი წერილი მაქვს მიღებული, რომელთა წაკითხვაც გულს მითბობს და სიხარულით მავსებს. ალბათ, ბევრი მასწავლებლის სამუშაო მაგიდის უჯრაში ინახება მსგავსი წერილები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და სამახსოვრო, რომლებიც წლების შემდეგ კიდევ უფრო სასიამოვნო წასაკითხი იქნება”, – გვითხრა პედაგოგოგმა.
ცირა მასწავლებელს კოლეგების მიმართაც აქვს გზავნილი. 20-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი კოლეგებს ურჩევს, გაუფრთხილდნენ პატარების ასეთი მონდომებითა და წრფელი ემოციით დაწერილ წერილებს, რადგან ეს ის ჯადოსნური წერილებია, რომლებიც შესაძლოა, ყველაზე რთული პერიოდის გადალახვაშიც კი დაეხმაროთ.
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები