22 დეკემბერი, 2020 14:40
მოსწავლეთა პირველი ონლაინ კონფერენცია თანამედროვე განათლების აკადემიაში
2020 წლის 24 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე „თანამედროვე განათლების აკადემიაში“, სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში, II – XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდება პირველი სასკოლო კონფერენცია.
კონფერენციის მიზანებია:
- საკუთარი ნამუშევრების წარდგენის გზით მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა;
- მოსწავლეებში ახალი ცოდნისა და იდეების გენერირებისა და ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა და წახალისება;
- მშობლებთან თანამშრომლობის გაძლიერება;
- მასწავლებელთა პროფესიული დიალოგის გაძლიერება.
კონფერენციაზე აკადემიელები წარმოადგენენ კვლევით ნამუშევრებსა და შემოქმედებით პროექტებს.
კონფერენციას დაესწრებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ასევე მოწვეული სტუმრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)