GE
6 მაისი, 2016 14:08

ნ. წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ

ნ. წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის III კლასის მოსწავლეები
ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოსწავლეებმა 14 ეთნოგრაფიული ზონა მოინახულეს: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი.

საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული, რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი.

ხურომოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში ბავშვებმა დაცული ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახავი ექსპონატებიც დაათვალიერეს: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ამიტომაც მათთვის ორმაგად საინტერესო იყო ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება.

ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა