19 მაისი, 2016 13:23
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლასა და სან დიეგოს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლამ გააფორმა მემორანდუმი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს „კატის’’ გამოცდებისა და საატესტატო გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ ჩაირიცხონ სან დიეგოს უნივერსიტეტში და მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში.
როგორც ცნობილია სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი საქართველოში!
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), რომელიც შერჩეული იქნა ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში (MCA Georgia), საქართველოში სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, CSA, WASC) საბაკალავრო პროგრამებს STEM დარგებში.