27 აპრილი, 2016 13:56
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გეოგრაფიის და ისტორის კვირეული ჩატარდა
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლაში გეოგრაფიის და ისტორის კვირეული ჩატარდა.
კვირეულზე მოსწავლეებმა რამდენიმე პროექტი წარმოადგინეს. გაიმართა გათამაშებაც, სადაც მოსწავლეებს მიეცათ ერთი კონკრეტული კითხვა, რომლის პასუხიც დამალული იყო, ხოლო მოსწავლეებს უნდა მიეგნოთ მინიშნებებისთვს, რომელიც სკოლის სხვადასხვა ადგილებში იყო განთავსებული და საბოლოო პასუხამდე მიიყვანდათ. გამარჯვებულს ფულადი პრიზი გადაეცა.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ ლისის ტბას და დაასუფთავეს.
ამ ღონისძიების მიზანი იყო ეკოლოგიური წიგნიერების უნარების განვითარება მოსწავლეებში. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარება და მათ დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კვირეული წარმატებით და ნაყოფიერად დასრულდა.
-
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გამართა by ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა
-
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვირეული ჩატარდა by ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა
-
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის მესამე კლასში ღია-ინტეგრირებული გაკეთილი ჩატარდა. by ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა



