GE
5 მარტი, 2018 11:42

“ნუ ჩააგდებ შენს სმენას საფრთხეში!” – 54-ე საჯარო სკოლაში ლექცია-სემინარი გაიმართა

“ნუ ჩააგდებ შენს სმენას საფრთხეში!” – ასეთი გზავნილით გაიმართა თბილისის სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში ლექცია-სემინარი მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისა და მშობლებისთვის.

შეხვედრის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება სმენის მნიშვნელობისა და ხმაურით გამოწვეული სმენის დაქვეითების რისკების პრევენციის შესახებ. ლექცია-სემინარი სახალისო აქტივობებით იყო გაჯერებული. სმენის დაქვეითების გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი მოწინავე მზარდი ხმაურიანი გარემოა.

საქველმოქმედო ფონდ “აი ია“-ს ინფორმაციით, დღესდღეობით, მსოფლიოში დაახლოებით 1,1 მლრდ მოზარდი, პერსონალური აუდიომოწყობილობების გაუფრთხილებელი გამოყენებისა და გასართობ-დასასვენებელ ადგილებში ხმაურის ძლიერი ზემოქმედების გამო, სმენის დაქვეითების რისკის ქვეშაა.

აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხის აცილება პროფილაქტიკური ღონისძიებებით 100%-ით არის შესაძლებელი. პროექტი განხორციელდა საქველმოქმედო ფონდ “აი ია“-ს მიერ ორგანიზებული სმენის კვირეულის ფარგლებში.

Aris.ge - განათლება განათლება