14 თებერვალი, 2017 15:56
ოლიმპიადა ,,ევერესტის” წარმომადგენლებმა გიმნაზია ,,შავნაბადას” 82 გამარჯვებული მოსწავლე დააჯილდოვეს
დამოუკიდებელ საერო გიმნაზია ,,შავნაბადაში” ოლიმპიადა ,,ევერესტის” წარმომადგენლებმა 82 გამარჯვებული შავნაბადელი დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი (82) გამარჯვებული მოსწავლე გიმნაზია “შავნაბადას” ჰყავს.
მოსწავლეებთან ერთად დააჯილდოვეს გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებიც: მერი ონიკაშვილი და ქეთი ოთარაშვილი.
სკოლის წარმომადგენლები ამაყობენ, რომ ასეთი ნიჭიერი მოსწავლეები და წარმატებული მასწავლებლები ყავთ. გიმნაზია ,,შავნაბადა” ულოცავს მათ გამარჯვებას და კიდევ მრავალი ევერესტის დაპყრობას უსურვებს.