GE
27 ივნისი, 2016 17:30

,,Olympian’’-ის გამარჯვებულები ვიცე-პრემიერმა დააჯილდოვა

19 ივნისს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიის’’ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ,,გახდი ოლიმპიელის’’ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ეგიდით წელს პირველად ჩატარდა VI კლასის მოსწავლეთა მათემატიკური ოლიმპიადა.

გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააჯილდოვა. გამარჯვებულ ოთხ მოსწავლეს შორის, ჩვენდა სასიხარულოდ, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე სანდრო ბაჯელიძეა. მეორე ტურში გადასულ 60 მონაწილეს შორის კი 8 ჩვენი სკოლის მოსწავლეა.

საზეიმო ცერემონიალზე ყველა მათგანს საპატიო სიგელები გადაეცა. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის განცხადებით, აღნიშნული ოლიმპიადა ტრადიციული გახდება. წარმატება ვუსურვოთ მათ ამ მეტად სასიქადულო საქმეში.

აღნიშნული ოლიმპიადა სხვა შეჯიბრებებისგან იმით გამოირჩვეა, რომ მის ორივე ეტაპზე მონაწილეობა უფასოა და ემსახურება მხოლოდდამხოლოდ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენას. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში. ამჟამად ბევრი მათგანი წარმატებული ბიზნესმენია. სწორედ მათი თაოსნობითა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მხარდაჭერით გაიმართა აღნიშნული ოლიმპიადა.

Aris.ge - განათლება განათლება