GE
10 ივლისი, 2020 15:34

პანდემიის პირობებში აბიტურიენტთა მომზადება ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში წარმატებით დასრულდა

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში წარმატებით დასრულდა აბიტურიენტთა მომზადების ინტენსიური პროგრამა. სკოლის დირექტორის, მამუკა მესხიშვილის, ხელმძღვანელობით შეიქმნა მათემატიკაში, ქართულსა და ინგლისურ ენებში სპეციალური დისტანციური სწავლების ჯგუფები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის პედაგოგები.

ყოველი კვირის განმავლობაში აბიტურიენტებს მიეწოდებოდათ ეროვნული გამოცდების ტესტების სრული პაკეტი, ხოლო მეორე დღეს შესაბამისი ამოხსნები. მაგალითად, მათემატიკაში სკოლის პედაგოგებმა შექმნეს ეროვნული გამოცდის ანალოგიური 17 ტესტი. მეცადინეობები გაგრძელდა ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.

“განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენი სკოლის პროფესიონალ მასწავლებლებს: მარი ლაცაბიძეს, თამარ ბეკურაშვილს, ნანა გაგუას, ირენე ღრიბოუსკის, ქეთი გიორგაძეს, თამარ ფოცხვერაშვილს, მაია სურამელს, ლალი არდბელავასა და მედეა თოლორაიას.

ცხადია, მაქსიმალურ ქულებს ველით ჩვენი აბიტურიენტებისგან. ვუსურვებთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას”, – აღნიშნა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორმა.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS