19 ოქტომბერი, 2021 15:43
პროექტი “ქართული დამწერლობა, როგორც ჩვენი მემკვიდრეობა“ – სკოლა “აკადემოსი”
პროექტი “ქართული დამწერლობა, როგორც ჩვენი მემკვიდრეობა“ მიეძღვნება ქართულ დამწერლობას, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაშია.
აღნიშნული პროექტით ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ქართულ დამწერლობაზე, ასევე, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ქართული დამწერლობის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ და პოპულარიზაცია გავუწიოთ სოციალურ ქსელებში ჩვენი მოსწავლეების მიერ ქართულად წერას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: უორკშოფები, ექსკურსია, პოსტერების მომზადება, კალიგრაფიის კონკურსი და კამპანია სოციალურ ქსელში. სკოლის პროექტში ჩართულია დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხურის მოსავლეები.