GE
1 დეკემბერი, 2020 13:22

პროგრესელი ანა შერვაშიძის წარმატების ისტორია

კურსდამათვრებული ანა შერვაშიძისთვის სკოლა “პროგრესი” ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებასთან ასოცირდება და ის ყველა მის წინ გადადგმულ ნაბიჯს ამ სკოლასთან აკავშირებს. ანას პროგრესში გატარებულ დროზე, მიღებულ გამოცდილებასა და მის წარმატებებზე გვესაუბრება.

“სკოლა “პროგრესი” ჩემთვის დაუვიწყარ და ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებასთან ასოცირდება. ყოველთვის, როდესაც ვიხსენებ პროგრესში გატარებულ წლებს, ვაცნობიერებ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ძალიან გავიზარდე და განვვითარდი, როგორც აკადემიურად, ისე პიროვნულად.

უპირველეს ყოვლისა, გავიაზრე განათლების როლი და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. პროგრესში სწავლამ, გარდა ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლების მოცემისა, გამომიმუშავა ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა მოტივაცია, ინოვაციებისა და განვითარებისკენ სწრაფვა, უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოსთან დამოუკიდებლად ადაპტირება, განსხვავებულის მიღება და პატივისცემა, საკუთარი მიზნების რეალიზება.

ყოველი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში სკოლა “პროგრესის” დამსახურებაა, თუმცა განსაკუთრებით მინდა გამოვყო უნივერსიტეტში ჩაბარება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის რესური, რაც საზგვარგარეთის უნივერსიტეტში მოსახვედრად მჭირდებოდა, პროგრესმა მომაწოდა. მაღალ-კვალიფიციური პედაგოგებისა და ამერიკული აკრედიტაციის, რაც ისეთი საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადების ლიცენზიას იძლევა, როგორიცაა SAT და TOEFL, წყალობით პროგრესმა დამეხმარა ჩემი მთავარი მიზნისა და ოცნების რეალიზებაში.

ამჟამად ვსწავლობ ქალაქ სტამბულში, აჯიბადემის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დღევანდელი სტატუსი და უცხო გარემოში, უცხო კულტურისა და ეროვნების ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა და მათთან ერთად აქტიური მუშაობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ნამდვილად არის სკოლა პროგრესის დამსახურება და ფასდაუდებელი ამაგი”, – აღნიშნავს ანა.

Aris.ge - განათლება განათლება