11 თებერვალი, 2020 12:38
ქართულ-ამერიკულ სკოლას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი ეწვია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი – უჩა ნანუაშვილი ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია.
- რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები?
- ირღვევა თუ არა ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ვუმკლავდებით მას?
- როგორ შეიძლება ქვეყანამ მინიმუმადე დაიყვანოს ადამიანის უფლებების დარღვევა?
ამ თემებზე სასაუბროდ ქართულ-ამერიკულ სკოლას ყოფილი სახალხო დამცველი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი – უჩა ნანუაშვილი სტუმროდა.
საინტერესო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უფროსკლასელები. მოსწავლეებმა დასვეს არაერთი შეკითხვა და პროფესიონალი უფლებადამცველისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარარულად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის გამორჩეული პროფესიონალები, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)



