2 ნოემბერი, 2017 17:40
ქართულ-ამერიკულ სკოლას გიორგი თარგამაძე სტუმრობდა
2 ნოემებერს ქართულ-ამერიკულ სკოლას ცნობილი ჟურნალისტი, საპარლამენტო უმცირესობის ყოფილი ლიდერი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი თარგამაძე სტუმრობდა.
მოსწავლეებთან შეხვედრისას მან საჯარო გამოსვლის ხელოვნებასა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. მოსწავლეები ყველაზე მეტად იმით დაინტერესდნენ, ნერვიულობენ თუ არა გამორჩეული ორატორები სიტყვით გამოსვლის წინ და როგორ შეიძლება ამ შიშის დაძლევა. ინტერაქტიული ლექცია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
ქართულ ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ ცნობილი და წარმატებული ადამიანები. სხვადასხვა პროფესიების გამორჩეულ წარმომადგნელებთან შეხვედრით ახალგაზრდები მეტ ინფორმაციას იღებენ, რაც მათ პროფესიის არჩევას უადვილებს.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)



