GE
17 ნოემბერი, 2020 14:32

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის იუბილე აღნიშნეს

ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის იუბილე აღნიშნეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ეკრანიდან ცნობილი შვედი მწერლის ნაწარმოებების გმირები ამოიცნეს და მის ბიოგრაფიასა და ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს გაეცნენ.

პრეზენტაცია გაიმართა სტოქჰოლმში, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის მუზეუმისა და პარკის შესახებაც, რომელსაც წელიწადში მილიონზე მეტი ახალგაზრდა სტუმრობს და რომელმაც ქართველი მოწავლეების გულწრფელი ინტერესიც გამოიწვია. საღამოს დასასრულს მოსწავლეებმა მულტიპლიკაციურ ფილმს „ბიჭუნა და კარლსონს“ უყურეს, სკოლის “პეპი” გამოავლინეს და მას შვედური სიმღერა მიუძღვნეს. კრეატიულ გაკვეთილს, რომელსაც სკოლის დირექტორი ირმა მესხიშვილი და პედაგოგთა კოლექტივი ესწრებოდა, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ირმა ქობულაშვილი უძღვებოდა.

ქართულ-ამერიკულ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად იმართება, რაც სასწავლო პროცესს მრავალფეროვანს, შემოქმედებითსა და სახალისოს ხდის.

ქართულ-ამერიკული სკოლა