21 მარტი, 2018 18:02
ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია მოაწყვეს
21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ქართულ-ამერიკულ სკოლაში 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი სოლიდარობის ნიშნად მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია სლოგანით – “რას ვმატებ საზოგადოებას”.
შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებასა და მზის შვილებისადმი თანადგომის გამოხატვას.
მოსწავლეებმა ორიგინალურად გამოხატეს ემპათია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ, შექმნეს პლაკატები და ფერადი წინდების აპლიკაციები.