24 აპრილი, 2019 13:46
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კონკურსი წიგნიერებაში ჩატარდა
22 აპრილს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი წიგნიერებაში.
კონკურსი მიეძღვნა წიგნის საერთაშორისო დღეს.
ქართულ-ამერიკული სკოლა ზრუნავს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე და ამ მიზნით იგეგმება და ხორციელდება ბევრი აქტივობა.