GE
11 მარტი, 2016 16:57

ქართულ-ამერიკულ სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

ქართულ-ამერიკულ სკოლაში 2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო.

ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი კლასები (IVI) განთავსდება რამიშვილის 6-ში, სწავლის საფასური შეადგენს 3000 აშშ დოლარს, რომლის მომსახურების პაკეტი მოიცავს:

  • სასწავლო დროის ხანგრძლივობა –  9:00-17:00
  • ორჯერადი კვება
  • სკოლის ფორმის 1 კომპლექტი
  • საშაბათო სკოლა (მათემატიკასა და ინგლისურ ენაში)
  • დამატებითი მეცადინეობები
  • კემბრიჯის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი
  • შემოქმედებითი ან სპორტული წრეები (ერთი არჩევითი წრე)
  • კლასში ბავშვების რაოდენობა – არაუმეტეს 15 მოსწავლე
  • უცხო ენებში კლასის გაყოფა

ქართულ-ამერიკულ სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის VII –XII კლასები განთავსდება ჭავჭავაძის 44-ში.

2016-2017 სასწავლო წელს საბაზო საფეხურის (VII-X კლასები) სწავლის საფასური შეადგენს 2700 აშშ დოლარს. სასწავლო პაკეტი მოიცავს:

  • სასწავლო დროის ხანგრძლივობა – 9:00-15:10
  • საშაბათო სკოლა (მათემატიკასა და ინგლისურ ენაში)
  • დამატებითი მეცადინეობები
  • საოლიმპიადო-საკონფერენციო მეცადინეობები
  • კემბრიჯის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი
  • კლასში ბავშვების რაოდენობა – არაუმეტეს 15 მოსწავლე
  • უცხო ენებში კლასის გაყოფა

2016-2017 სასწავლო წელს საშუალო საფეხურის (XI-XII კლასები)  სწავლის საფასური შეადგენს 2800 აშშ დოლარს. სასწავლო პაკეტი მოიცავს:

  • სასწავლო დროის ხანგრძლივობა – 9:00-15:10
  • საშაბათო სკოლა
  • დამატებითი მეცადინეობები
  • საოლიმპიადო-საკონფერენციო მეცადინეობები
  • კემბრიჯის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი
  • საატესტატო და სააბიტურიენტო მომზადება
  • კლასში ბავშვების რაოდენობა – არაუმეტეს 15 მოსწავლე
  • უცხო ენებში კლასის გაყოფა

სკოლა გთავაზობთ დამატებით ფასიან მომსახურებას:

  1. სატრანსპორტო მომსახურება – კომპანია „ვითი ჯგუფი“, წლიური საფასური 500 ლარი
  2. ჩოგბურთის კორტები (რამიშვილის ქუჩაზე)- თვიურ საფასური 150 ლარი
  3. ცურვა სპორტ-კომლექს „არენაში“-თვიური საფასური 120 ლარი

მოქმედებს შეღავათი:

  • წინასწარ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში  გადასახადს აკლდება – 10%
  • ოჯახიდან ორი ან მეტი შვილის შემთხვევაში  გადასახადს აკლდება – 10%
ქართულ-ამერიკული სკოლა