13 დეკემბერი, 2018 17:29
ქართულ-ამერიკულ სკოლაში სკოლის ფსიქოლოგმა პირველი კლასის მოსწავლეთა კვლევა ჩაატარა
ქართულ-ამერიკულ სკოლაში სკოლის ფსიქოლოგის ნინო ფირცხალაიშვილის მიერ, ჩატარდა პირველი კლასის მოსწავლეთა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა განვითარების თავისებურებების გამოვლენა და სწავლებისას ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა.
კვლევა ჩატარდა ინდივიდუალურად. მოსწავლეებმა გამოავლინეს სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა განვითარების მაღალი მაჩვენებელი.
გამოვლინდა თითოეული მოსწავლის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები აღქმის, ყურადღების, აზროვნების, მეტყველების, მეხსიერების სფეროში, რაც ხელს უწყობს სწავლებისას მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას.
-
ESA 2022 – დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა by ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (GAHS)
-
დიდი მხიარულება ბარბარობის დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)
-
ცხადდება რეგისტრაცია მობილობის მსურველ მოსწავლეთათვის – ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS) by ქართულ-ამერიკული სკოლა (GAS)



