GE
9 დეკემბერი, 2020 12:03

ქართულ-ამერიკულ სკოლაში თანამედროვე საბავშვო მწერალ ირმა მალაციძესთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ქართულ-ამერიკულ სკოლაში 4 დეკემბერს, ქართული საბავშვო წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, დაიგეგმა თანამედროვე საბავშვო მწერალთან ონლაინ შეხვედრა.

II კლასს (დამრიგებელი მარადი ჩოხელი) სტუმრობდა თანამედროვე ქართველი მწერალი ირმა მალაციძე. მოსწავლეებსა და სტუმარს შორის გაიმართა მეტად საინტერესო, სასიამოვნო და მრავალფეროვანი საუბრები.

“ბავშვებმა მწერალს წარუდგინეს თავისი მოთხრობების მიხედვით შექმნილი დიორამები, ილუსტრაციები და კომიქსები. დიდი მადლობა ქალბატონ ირმას ლამაციძეს, პატარა მკითხველებთან ონლაინ შეხვედრის საინტერესოდ წარმართვისა და დღის გალამაზებისათვის”, – აღნიშნეს სკოლაში.

ქართულ-ამერიკული სკოლა