GE
24 ნოემბერი, 2017 17:28

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ბრიტანელი მწერალი და ჟურნალ Georgia Today-ს რედაქტორი ესტუმრა

2017 წლის 22 ნოემბერს, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ბრიტანელი მწერალი და ჟურნალ Georgia Today-ს რედაქტორი ქეთი დევისი ესტუმრა. შეხვედრა „ ინგლისური წიგნის კლუბის“ ორგანიზებით შედგა.

მწერალმა ისაუბრა მის წიგნებზე, წერის პროცესზე, გამოცდილებაზე და ზოგადად წიგნის როლზე პიროვნების განვითარების პროცესში. ქეთი დევისმა აუდიტორიისთვის ახალი წიგნიდან ამონარიდი წაიკითხა.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს წიგნის პერსონაჟებზე და მწერლის სამომავლო გეგმებზე. მწერალმა რამდენიმე წიგნი სკოლას საჩუქრად გადასცა.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS