2 ნოემბერი, 2016 13:19
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესტუმრა
ფოტო: ????????????????????????????????????
1-ლ ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეწვია. იგი გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურას, გაესაუბრა მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მათთან ერთად გადაიღო სამახსოვრო სურათები.
სკოლის ინფორმაციით, ბატონი ალექსანდრეს ვიზიტი გამოირჩეოდა უშუალობით, გულისხმიერებითა და კეთილგანწყობით, რისთვისაც სკოლის დირექცია მას მადლობას უხდის.