10 ნოემბერი, 2016 11:01
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სკოლასა და აღნიშნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა სემინარში – STEM აკადემია. ამერიკიდან მოწვეული პროფესორები საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ჩაუტარებენ სემინარებს და მათ ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებში არსებულ უახლეს აღმოჩენებსა და მიმდინარე პროექტებს გააცნობენ.